გიორგი მარგველაშვილს პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო მიუსამძიმრა
პოლიტიკა - 14:11, 20 Jun, 2015     1083
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში გრძელდება. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის პირისპირ შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილსა და ქართველ ხალხს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრლების შესაძლებლობათა ფონზე საქართველო-სლოვაკეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, უპირველესად, ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრონისლავ კომოროვსკის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც პოლონეთი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, საქართველოს მიმართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე იჩენს. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას რიგის სამიტის გადაწყვეტილებათა, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. ბრონისლავ კომოროვსკიმ თავისი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხიც იყო. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს როგორც ევროატლანტიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას.
საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის კონფერენციის ფარგლებში, დღესვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე - „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ (Tremor Zone: Strategies in Europe’s Neighbourhood) - სიტყვით გამოვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42