აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 12:34, 20 Jun, 2015     1292
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აგრეთვე მოცემულია საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.
ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერა, ე. წ. „უცხოელი ტერორისტი მებრძოლების“ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები, თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება და დახვეწა, ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაცია და სანაპირო დაცვის გაძლიერება.

ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.

ანგარიშში ამერიკის მხარე აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობას და კონტრტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას.

ანგარიშში დადებითად შეფასდა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42