დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული უწოდა. ნარმანიას თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და ფონდი ქართუს დახმარება თბილისის ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანასთან დაკავშირებითაც:
”ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ორი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, პირველი განცხადება ზოოპარკთან დაკავშირებით მის მხარდაჭერას ეხებოდა, ფონდი ”ქართუ” ამ ადრეც იყო ჩართული, როცა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით პროექტი მომზადდა, მეორე მხრივ როცა ასეთი მომენტი დადგა თბილისის ზოოპარკისათვის მან განაცხადა თანხმობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე. მეორე მნიშვნელოვანი და ძალიან პატრიოტული განცხადება იყო ის რომ თუ მობილიზებული რესურსები არ იქნებოდა საკმარისი,ასეთ შემთხვევაში ის თვითონ შეავსებს ამ ფონდს.”- განაცხადა ნარმანიამ გადაცემა ”რეაქციაში” საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






