აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, შესაძლოა, აფხაზეთის რკინიგზაზეც ისაუბრონ
პოლიტიკა - 16:53, 19 Jun, 2015     1811

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დროს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის საკითხი განიხილონ.

კარასინის თქმით, მისი და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში შედგება:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ივლისამდე, მაქსიმუმ შუა რიცხვებამდე გადაგვედო და მოვილაპარაკეთ, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებიც იქნებიან. ამ ჯერზე ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი ტრანსპორტის სამინისტროდან იქნება, რადგან ბევრი საკითხია ამ მხრივ განსახილველი. ჩვენ არ გვაქვს აკრძალული თემები იმ საკითხებზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. ალბათ, ეს თემაც იქნება განხილული. თუმცა, რკინისგზის საკითხში მესამე მხარეც არის, ამიტომ ძალიან სათუთი თემაა. ყველა საკითხი, რომელიც ასე თუ ისე შეეხება აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ჟენევაში ივლისის პირველ რიცხვებში განვიხილავთ", - ამბობს კარასინი.

მისივე თქმით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42