ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ქმედითი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
სკანერის ოპერატორებმა ცერემონიის მონაწილეებისთვის, თვალსაჩინოების მიზნით, გამართეს სსკანერის მეშვეობით კონტრაბანდის აღმოჩენის ინსცენირება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საზღვარზე დანერგილისაბაჟო პროცედურები და აჩვენეს შესაბამისი აღჭურვილობა. ცერემონიის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის ძაღლის მიერ ნარკოტიკების აღმოჩენის პროცესიც.
სწრაფი ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების სისტემა VACIS XPL უნიკალური საშუალებაადიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანებისა და სხვა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სკანირებისთვის. სისტემის საშუალებით შესაძლებელია საათში 150-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალების -მსუბუქი ავტომანქანების, „ჯიპების“, მაღალი გამავლობის ავტომანქანების, ავტოფურგონების, მცირეგაბარიტიანი სატვირთო მანქანების, მოტოციკლების - სკანირება. სკანირება ხდება სატრანსპორტო საშუალების აგრეგატში მოძრაობის პროცესში, გაჩერების გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები






