არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს - წულუკიანი
პოლიტიკა - 16:04, 19 Jun, 2015     2093

ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ''საქართველოს ევროპული გზა'', საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის რეფორმა, რაც საქართველოში ორი წლის განმავლობაში სამართლის სფეროში მიმდინარეობს ახალ თაობებს უკეთეს საქართველოში საცხოვრებლად სჭირდება.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის მიზნით 20-მდე კანონში ცვლილებების შესვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია გამკაცრდეს ზოგიერთი კანონი ისე, რომ მათ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეთ:

"ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ. ახლა საჭიროა ამ კონვენციის რატიფიკაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ არ შევიტანეთ ცვლილებები და სადაც საჭიროა იქ არ გავამკაცრეთ კანონი.

პრაქტიკულად შემუშავებულია ქალებისთვის, მათი უფლებების დასაცავად ძალიან მასშტაბური და მე ვიტყოდი, რევოლუციური ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც საჯარო დისკუსია ჩვენ ორი დღის წინ დავიწყეთ, მათ შორის რაიონებშიც გავმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქალებმა გაიგონ, თუ რა ახალი უფლებები ექნებათ. მაგალითად ის, რომ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება, იმიტომ, რომ ეს დაუშვებელია. დღეს ეს ისჯება, მაგრამ არასათანადოდ. სანქცია უნდა იყოს ალბათ უფრო მკაცრი, რომ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 10-11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს და რომლებიც ზოგიერთ თემებში დღემდე ხორციელდება - აღარ იყოს. გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან. ჩვენ ასევე გვინდა, რომ არსებობდეს მონიტორინგის კარგი მექანიზმი, იმიტომ, რომ ერთია შემოვიტანოთ კარგი ნორმები, მაგრამ მეორეა ამ კარგი ნორმების იმპლემენტაცია. ჩვენ როდესაც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოვახდენთ, მინდა ყველა ქალს საქართველოში სჯეროდეს, რომ მისი უფლებები დაცულია" - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42