პრემიერმა - ირაკლი ღარიბაშვილმა ვერეს ხეობის დაგეგმარების საკითხთან დაკავშირებით, უწყებათაშორის კომისიასთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვერეს ხეობის დაგეგმარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები ჩაერთვებიან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმარების პროცესი იქნება ღია და მაში ჩართვის საშუალება ყველა სპეციალისტს ექნება.
„დღეს ტარდება სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოხდეს ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული შესწავლა, მოხდეს შემდგომი აღდგენთი სამუშაოების სწორი დაგეგმვა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს, თუ როგორ დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. ყველა სამუშაოს დაგეგმვა ამ ხეობაში უნდა ეფუძვნებოდეს გლობალურ ხედვას. უნდა შეიქმნას პრეცენდენტი საზოგადოებისთვის და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართოს დისკურსია. ეს პორცესი უნდა იყოს ღია და ყველა სპეციალისტს შეეძლოს მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კი ყველა ალტერნარტიულ აზრს უნდა მოვუსმინოსთ და შემდეგ მივიღიოთ გადაწყვეტილება.
ვერეს ხეობის შესწავლას და სამუშაოების დაგეგმვას ჩვენ ვიწყებთ მოსფლიო დონის სპეციალისტებტან ერთად. უნდა მომზადდეს მაღალკალიფიციური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებსნ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციბი,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






