საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი გახსნა
პოლიტიკა - 14:39, 19 Jun, 2015     1101
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმი გახსნა, რომელიც სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტო „SARIO”-ს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების განვითარება, ასევე ქართული და სლოვაკური კომპანიებისათვის ახალი, ორმხრივი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება.
ფორუმის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ ვაზილ ჰუდაკს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას და იმ პერსპექტივას, რომელსაც აღნიშნული ფორუმი ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობის ხელშეწყობისათვის ქმნის.
ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაზილ ჰუდაკმა სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
„დარწმუნებული ვარ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიზნესი, ურთიერთსასარგებლო ორმხირვი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის განვითარება.
საქართველომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ცვლილელების გზა განვლო. გავაუმჯობესეთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქნილი საგადასახადო გარემო აქვს და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში წამყვან სარეიტინგო პოზიციებზეა. საქართველომ შეძლო კორუფციის პრობლემის გადალახვა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
გარდა ამისა, ჩვენ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ეკონომიკური გარემოსა და საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოს განვითარებისათვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური, ბიზნეს-თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობები მეტად განავითარა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და, როდესაც განიხილავთ საქართველოსა ბიზნესგარემოსა და მის სამეზობლოს, ნათელია, რომ ყველა ვინც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში, ინვესტიციას დებს არა მხოლოდ პატარა, 4 მილიონიან ქვეყნაში, არამედ ასევე საქართველოს გარშემო თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების მქონე ბაზრებზე. სწორედ ეს არის კიდევ ერთი შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რომელსაც საქართველო, როგორც ეკონომიკური ინვესტიციების ქვეყანა საკუთარ პარტნიორებს სთავაზობს“, - განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში საქართველოს სატრანზიტო და საკომუნიკაციო მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტიურად ასრულებს, როგორც აზიისა და ევროპის შემაკავშირებელი ცენტრი.
,,ვფიქრობ სლოვაკეთი კარგი პარტნიორი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და გვაქვს კავშირი ევროპულ ბაზართან. სლოვაკეთმა შეძლო განეცადა სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკურ რეჟიმამდე ტრანსფორმაცია. ვიცი, რომ საქართველომაც უდიდეს წარმატებას მიაღწია საბაზრო ეკონიმიკის დემოკრატიზაციის განვითარების საკითხში, ასე რომ ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს აქვთ წარმატებული ეკონომიკური თანამშომლობის კარგი შესაძლებლობა, პროდუქციის ექსპორტისა, თუ მესამე ბაზარზე ერთობლივად გასვლის საკითხებში. ჩემი ღრმა რწმენით დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი კიდევ უფრო დიდ ბიძგს მიცემს და დააჩქარებს ამ პროცესებს“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი ციკოლიასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ბიზნესასოციაციის გენერალურ დირექტორ ბრონისლავ შაფარიკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს ორი ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს ბიზნესდელეგაცია წარმოდგენილია ოცდაათამდე კომპანიით, მათ შორის არიან სოფლის მეურნეობის, კვების, სამშენებლო, და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ფორუმის დასრულების შემდეგ სლოვაკურ მხარესთან ბიზნესშეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციიდან ფორუმს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახაბერ ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42