ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს, შესაძლოა 100 მილიონი ლარიც არ ეყოს.
ხადურის განმარტებით, მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.
"გუშინ საღამოს მონაცემებით სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი არის ძალიან დიდი. სამწუხაროდ, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება", - განაცხახდა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობამ მომხდარის გამო, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა დროებით შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






