ხადურის თქმით თბილისის სტიქიასთან დაკავშირებით შემოწირულობა 6 მილიონ ლარს აჭარბებს
პოლიტიკა - 10:56, 19 Jun, 2015     1010

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის წევრებს შემოწირულობების სახით მობილიზებული თანხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, შემოწირულობა 6 მილიონ ლარს აჭარბებს, გარდა ამისა, მობილიზებულია 120 ათასი დოლარი ასევე კერძო პირებისაგან.

„რაც შეეხება დონორ ორგანიზაციებს, ევროკავშირი 3 მილიონ ევროს გამოყოფს სახლების ასაშენებლად; მსოფლიო ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა სამი მიმართულებით დაეხმარება - ჰუმანიტარული დახმარება, ზიანისა და დანაკარგების შეფასება, საშუალო და გრძელვადიანი რისკების მართვა. აღნიშნული ორგანიზაციების ექსპერტები მზად არიან დახმარებისთვის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გვთავაზობს მდინარე ვერეს გასწვრივ ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას, ასევე ზოოპარკის დახმარებას. აზიის განვითარების ბანკი მზად არის, ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში 11 მილიონი დოლარის რესურსი გამოგვიყოს. ეს თანხა პირველ ეტაპზე მოაკლდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, თუმცა ის შემდეგ შეივსება და მაგისტრალის მშენებლობა არ შეფერხდება. ისინი ასევე მზად არიან, გვესაუბრონ 57 მილიონის იაფ რესურსზე. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი მზად არის, გამოყოს 50-დან 100 ათას დოლარამდე ზოოპარკის რეაბილიტაციისთვის. შვედეთის საელჩო მზად არის, ექსპერტები და გეოლოგები ჩამოიყვანოს, რომლებიც დაგვეხმარებიან. გერმანიის მთავრობას გავუგზავნეთ საჭიროებათა ანალიზი და ისინი მზად არიან ჰუმანიტარული დახმარებებისთვის,“–აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42