საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 10:06, 19 Jun, 2015     1051
სახელმწიფოს მეთაური ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავაში გუშინ ჩავიდა, სადაც დღეს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.
GLOBSEC-ის კონფერენციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი, ხვალ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე - „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ (Tremor Zone: Strategies in Europe’s Neighbourhood) - სიტყვით გამოვა. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან ერთად მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უმთავრეს საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა ეროპისათვის. ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კემერონთან, ხორვატიისა და პოლონეთის რესპუბლიკების პრეზიდენტებთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩსა და ბრონისლავ კომოროვსკისთან, ასევე მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან მილო ძუკანოვიჩთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯონ მაკკეინსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ერთ-ერთ უმთავრეს კონფერენციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ჩაბმულობით მსოფლიო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად ფიგურირებდეს ის საჭირბოროტო საკითხები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.
ქვეყნის პირველი პირი, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებისათვის, სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის საპატიო პრეზიდენტის რასტისლავ კაჩერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.
სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნესფორუმს გახსნის, რომელშიც ქართული მხრიდან ოცდაათამდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში 21 ივნისს დასრულდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42