“სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც წლები დასჭირდა, ალასანიას თვეები ეყო ნათელაშვილამდე ჩასასვლელად. აბსოლუტურად უარგუმენტოდ რასაც გინდათ იმას ამბობს ეს კაცი - ექსპერტები დაიჭირა პროკურატურამ, მოსამართლეებს აშანტაჟებს ივანიშვილი, მაფიოზი ივანიშვილი და ა.შ. ალასანია რაღაც საოცარ ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ამ დროს ამასაც ცრუობდა. ცრუობს და ყალბია, მისი ქმედებები ყალბია. თუ ასე გააგრძელებს, ჩვენს ალასანიას დიდი პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება.”- აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ე.წ კაბელების საქმეზეც ისაუბრა და პროკურატურის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ თვლის ამ პროცესში ალასანია თავს გამარჯვებულად.
„რაც შეეხება იმას, რომ დღეს ირაკლი ალასანიას უთქვამს, ივანიშვილი დამარცხდაო, მე გავეცანი, მატარებელში გავეცანი, რაც მოხდა და წავიკითხე, გადმომიგდეს სმს-ით, მანდ მოხდა ძალიან მარტივი თემა. თუ თქვენ გაიგეთ კარგად ჟურნალისტებმა, პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭიროდ პატიმრობაში ყოფნას. სასამართლო პროცესი ძირითადი დაიწყება და სასამართლო გადაწყვეტს და მე მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, ოღონდაც, ალასანიას რა უხარია ახლა, მე ვერ გავიგე და რა შუაშია, რა გაიმარჯვა და სად გაიმარჯვა.”- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






