,,ყველაზე დიდი მტაცებელი შუშის სასახლეში ბინადრობს...“ - მალხაზ პატარაია
პოლიტიკა - 16:12, 18 Jun, 2015     5871
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს ხელისუფლებამ დროული ზომები არ მიიღო. პატარაია აცხადებს, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც მთავრობამ ხალხს პასუხები უნდა გასცეს.

,,მერ ნარმანიას მისამართით გუშინდელ ჩემს მკვახე რეპლიკას შუშის სასახლის ,,ტიტუშკებისგან" გამძვინვარებული პასუხები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ზრდილობისაგან ისინი არ მოკვდებიან და არც ღირსების შეგრძნებისაგან. მაგრამ იქნებ რაღაც მათაც შევაგონო.

აფხაზეთის ომის დროს თვეების განმავლობაში სოხუმი სასტიკად იბომბებოდა. არტილერიიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. მიუხედავდ ამისა, სოხუმელები ქალაქს არ ტოვებდნენ, ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ომის წესებით და იცავდნენ ქალაქს. არ მახსოვს შემთხვევა, რომ დაბომბვის წინ ქალაქში განგაშის სირენა არ ჩართულიყო და მოსახლეობა არ გაეფრთხილებინათ საშიშროების შესახებ. დროც საკმარისი იყო, რომ ადამიანებს თავი სადმე სწრაფად შეეფარებინათ. ჭურვს მიზნის მისაღწევად წამები სჭირდება, მაგრამ ხალხის გაფრთხილება მაინც ხერხდებოდა.

რასაც ეხლა კრიზისების მართვა ჰქვია, ადრე სამოქალაქო თავდაცვას უწოდებდნენ. სკოლებშიც გავდიოდით ამ საგანს და უმაღლესებშიც. ის უფრო ომთან იყო დაკავშირებული, მაგრამ სტიქიურ უბედურებებსაც ეხებოდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა. მაშინაც და ეხლა, ჩვენში თუ უცხოეთში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში ხელისუფლებისადმი მოთხოვნა ერთიდაიგივე იყო და არის. ის ვალდებულია გააფრთხილოს მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და განუმარტოს მას როგორ მოიქცეს. პარალელურად კი მიიღოს ზომები საშიშროების თავიდან ასაცილებლად. უკვე არაფერს ვამბობ ყველა საერთაშორისო უფლებადაცვით სტანდარტზე-ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ადამიანის უმთავრესი უფლება-სიცოცხლე.

ეს მარტივი ანბანური ჭეშმარიტებები ნებისმიერი ჭკუათმყოფელისათვის სავსებით გასაგებია, რასაც ვერ ვიტყვი იმ ჭკუაარეულებზე, რომლებზედაც ზემოთ მოგახსენეთ.

აქედანაა კიდევ სამი მთავარი ასევე ანბანური კითხვა, რომელსაც ხელისუფლებამ (მათ შორის მერმა ნარმანიამ) ხალხსა და გამოძიებას უნდა უპასუხოს:

1.ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული საფრთხე და მის მასშტაბები;

2.დროულად გააფრთხილა თუ არა ადამიანები ამის შესახებ;

3.მიიღო თუ არა სათანადო და დროული ზომების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ადამიანების გადასარჩენად.

ჩემი პასუხია: არა! არც სტიქიის დროს და არც ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლების შემთხვევაში. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ყველაზე დიდი მტაცებელი სწორედ მაგ შუშის სასახლეში ბინადრობს, რომელმაც ბევრს გონება და გული მოგვტაცა, ყველას კი- ქვეყანა!“ - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42