ტრაგედიიდან 3 დღეში, დეპუტატებმა ირაღის ტარების უფლება მოითხოვეს-მელია
პოლიტიკა - 15:06, 18 Jun, 2015     3684

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ. ნიკა მელიას თქმით, თბილისში შექმნილი მდგომარეობის ფონზე დეპუტატების ინიციატივა მიუთითებს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი სათუთარ თავზე ზრუნვაა.

„მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში საკრებულოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა.

ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ია, რაც 16 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა“, _ განცხადა ნიკა მელიამ.

16 ივნისს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ. ინიციატორი პარლამენტი ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42