,,მძიმე სანახავი იყო ზოოპარკის დირექტორს ამოფარებული ხელისუფლება“ - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტიკა - 14:29, 18 Jun, 2015     4061
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და კრიტიკულ სიტუაციებში რელისუფლების წარმომადგენელთა რეაგირებაზე სოციალურ ქსელში წერს.

,,გუშინ ხელისუფლებამ ზღვარზე გაიარა. 13 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ აჩვენეს ის სახე, რომელიც საზოგადოებას ასე სურდა: ხელისუფლების ადამიანური სახე. ამ დღეებში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად ჰკარგავდა 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე.

მაგრამ გუშინ, კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და განტევების ვაცის ძიება დაიწყო, რაღაც მომენტში ხელისუფლება რელსებიდან გადავიდა. ძალიან მძიმე სანახავი იყო ზოოპარკის დირექტორს ამოფარებული ხელისუფლება - დამაფიქრებელი იყო არა იმდენად ის, თუ როგორ ახოცავდნენ გურიელიძეს ხელს, არამედ, ის თუ როგორ რეაგირებდნენ კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლების წარმომადგენლები.

თუმცა ხელისუფლება სწრაფადვე გამოერკვა პირველი შოკიდან და განაცხადა, რომ ის ხელს არავისკენ იშვერს, პასუხისმგებლობას არ იხსნის და გურიელიძის გარდა პროკურატურამ კრიზისების საბჭოსა და შსს-ს თანამშრომლებიც დაკითხა. კარგია, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი შეცდომების აღიარება-გამოსწორების უნარს ინარჩუნებს.

იმედია, გუშინდელიდან დასკვნებს გამოიტანენ. კერძოდ:

ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიაში მყოფ ზურაბ გურიელიძესთან ერთად კანცელარიის წინ შეკრებილ ხალხთან რომ გამოსულიყო, მადლობა გადაეხადა ყველაფრისთვის, მიესამძიმრებინა კიდევ ერთხელ, ეთქვა, რომ ამ უმძიმეს დღეებში სამწუხაროდ შეცდომებისგან დაზღვევა ვერ მოხერხდა და კიდევ ერთი ტრაგედია თავიდან ვერ ავიცილეთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იხსნის და რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში მთავრობა და ხალხი ერთია - წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?!

ეს პიარი კი არ პოლიტიკაა, რომელიც ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ კეთდება. სულ რომ ნაცების ორგანიზებული ყოფილიყო ის აქცია, ღარიბაშვილი იქ ნაცებთან კი არა, იმ ხალხთან გავიდოდა, ტელევიზორებს რომ იყო მიციებული და ხელისუფლების ადამიანური, თუნდაც გმირული ნაბიჯები ენატრება. ეს არის შანსი, როცა შეგიძლია ტექნოკრატად კი არა, მომავლის მქონე ლიდერად ჩამოყალიბდე და რეალობა ხშირად არ გაძლევს ასეთ შანსს.

ხელისუფლება ფარად არ უნდა ეფარებოდეს საკუთარ ჩინოვნიკებს და მათ შეცდომებზე კოლექტიურ თვითგვემას არ უნდა ეძლეოდეს: დააშავა, შეეშალა?! გაუშვი რა, სანამ შენც არ ჩაუთრევიხარ შეცდომების მორევში.

თბილისის ქუჩებს მოდებული ახალგაზრდობა ამიერიდან იქნება გაცილებით უფრო აქტიური, მომთხოვნი და კრიტიკული, ვიდრე იყო დღემდე, იმიტომ რომ მათ იგრძნეს - ეს მათი ქვეყანა და ქალაქია. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას მათი სახით ყველაზე მგრძნობიარე ფენა გაუჩნდა. ვეთანხმები ჩემს ფეისბუკ-ფრენდს, რომ „ახალგაზრდობის მასობრივი გამოსვლა დასუფთავების აქციებზე სწორედ რომ არაპირდაპირი პროტესტია უფროსი თაობის მიმართ, რასაც ვერც მხეცების შიში და ვერც წვიმის პროგნოზები ვერ აკავებენ. თუ რამე მოხდა და ვინმემ შეცდომა დაუშვა, მერე უკვე ნორლანდიც ვეღარ უშველის“.

ახალი თაობა, ეს ის ძალაა, რომელზეც ხელისუფლებამ ქვეყნის აღმშენებლობა შეიძლება დააფუძნოს, მაგრამ ამავე დრო ეს ის ძალაა, რომელმაც შეცდომების კასკადის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერი მთავრობა წალეკოს.

ასე რომ იმედია, ხელისუფლება ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედავს ბოლო დღეების მოვლენებში და ფეისბუქზე საკუთარი მომხრეების კონვულსიური გააქტიურების ნაცვლად, იმაზე იზრუნებს აკრეფილი პოზიტივი როგორ შეინარჩუნოს“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42