რატომ დაემუქრა გუბერნატორი მერიას „სპეც.ნაზითა“ და პროკურატურით
პოლიტიკა - 13:03, 18 Jun, 2015     4836
გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერიას, კერძოდ მისი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ დუმბაძეს, მერიაში „სპეც.ნაზისა“ და პროკურატურის შეყვანით დაემუქრა. ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ იმ თვითმხილველებმა უამბეს, რომლებიც, გუშინ, ოზურგეთში, გუბერნატორთან მიმდინარე მოქალაქეთა მიღებას ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, ინცინდენტი, გუბერნატორთან მიმდინარე მოქალაქეთა მიღებაზე მას შემდეგ მოხდა, როცა სალუქვაძესთან მოქალაქე ანზორ ტეფნაძე შევიდა და ხელისუფლებას შესჩივლა, რომ მასზე განკუთვნილ დახმარების თანხას მერიის შესაბამისი სამსახურები სხვებზე ანაწილებდნენ.
მომხდარს სხვადასხვანაირად ხსნიან მერიასა და გუბერნიაში. გუბერნიის პრეს სამსახურის ინფორმაციით: „მოქალაქე ანზორ ტეფნაძე, გურიის გუბერნატორთან მიღებაზე იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულს, მან, თავისი მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, დახმარება სთხოვა. გუბერნატორის შეკითხვაზე - ჰქონდა თუ არა მის ოჯახს შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან დახმარება მიღებული, აღნიშნულმა პირმა მტკიცე უარი განაცხადა. მან თქვა, რომ მუნიციპალიტეტიდან არასდროს თანხა არ მიუღია და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მისი კუთვნილი თანხა შესაძლოა სხვას გამოეყენებინა. გუბერნატორმა მას განცხადების დაწერა სთხოვა, რაზედაც უარი განაცხადა. გარემოებიდან გამომდინარე, აპარატის უფროსმა კანცელარიის თანამშრომელთან ერთად ოქმი შეადგინა, პირმა არც ოქმზე მოაწერა ხელი. ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირის ოჯახის წარმომადგენელს, კერძოდ კი დედამისს, ჟენია ტეფნაძეს, არაერთხელ გაეწია დახმარება. გუბერნატორმა როგორც ქალაქის, ისე თემის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მოიწვია და მათ ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება სთხოვა. გუბერნატორს სოციალური სამსახურის უფროსებმა ინფორმაცია დაუდასტურეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინეს“-ნათქვამია პრეს სამსახურის კომენტარში, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა „გურიის მოამბეს“ 8 საათიანი ლოდინის შემდეგ მოაწოდა. პრეს სამსახურის წარმომადგენელი ლომჯარია, კატეგორიულად უარყოფს არსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გურიის გუბერნატორი მომხდარმა ძალიან გააბრაზა და ააღელვა. „მსგავსი არაფერი მომხდარა“-ბრძანა მან. სამწუხაროდ „გურიის მოამბეს“ არ მიეცა გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ქეთი მოისწრაფეშვილთან გასაუბრების საშუალება, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა მიღებას. მოისწრაფეშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სხვათა შორის, გურიის ვიცე გუბერნატორი, ერთადერთი სახელმწიფო მოხელეა გურიის მხარეში, ვინც „გურიის მოამბეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ზარებს დღეს უკვე, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელებიც კი პასუხობენ. სამწუხაროა, რომ (როგორც გუბერნიის თანამშრომლებმა გვითხრეს) ვიცე გუბერნატორი მოისწრაფეშვილი, სამსახურის თანამშრომლებზე კომპრომატების მოპოვებითაა ძირითადად დაკავებული და საზოგადოებისათვის მას, არ სცალია. „გურიის მოამბე“ მერიის სოციალური განყოფილების უფროსს, თამარ დუმბაძეს დაუკავშირდა:“ჩვენ მოგვთხოვა გუბერნატორმა ინფორმაციის მიწოდება, თუ რა დახმარება გაეწია ჩვენი მხრიდან მოქალაქე ჟენია ტეფნაძეს, ჩვენც ამოვიღეთ და მივაწოდეთ. ეს იყო და ეს“-გვითხრა დუმბაძემ. თუმცა მოგვიანებით დუმბაძემ დააზუსტა, რომ გუბერნატორმა მერიიდან სრული სია წაიღო, თუ ვის და რამდენი დახმარება (მათ შორის ფულადი) გაეწია ამ უწყებიდან 2014-2015 წლებში. დუმბაძე იმასაც ამბობს, რომ გუბერნატორი აღელვებული იყო, რადგან მოქალაქემ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა:“მე მივაწოდე სრული ინფორმაცია და ვერაფერს ვერ გეტყვით დარჩა აღელვებული, თუ დაწყნარდა, არ ვიცი“. გვითხრა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მისსა და გუბერნატორს შორის მომხდარი შელაპარაკებისას სიტუაციის დარეგულირებას მისი მეუღლე, ლადო ვადაჭკორია ცდილობდა, სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი კითხვითვე პასუხობს:“მესამე სართულზე უბრალოდ იმყოფებოდა, მეორეზე მუშაობს და არ შეიძლება მესამეზე ავიდეს?“ გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორსა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება სწორედ იმას მოყვა, რომ მერია თავდაპირველად უარზე იყო გადაეცა მესამე სართულისათვის, იმ მოქალაქეთა ჩამონათვალი, რომლებსაც 2014-2015 წლებში ფულადი დახმარება გაეწიათ ფოტო აღნიშნულ ინფორმაციასთან კავშირსი არ არის.

თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42