ბულგარეთის პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება
პოლიტიკა - 11:04, 18 Jun, 2015     1048
18 ივნისს საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისი აღმატებულება ბატონი როსენ პლევნელიევი ეწვია. ბათუმის აეროპორტში პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ა.რ. მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ სასტუმრო „ჰილტონში“ მე-12 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” გაიმართა.

„მიუხედავად იმისა რომ თბილისში მძიმე მდგომარეობაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი ღონისძიების ორგანიზება ბათუმში. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაივლის და იქნება საინტერესო კონფერენცია.

გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც მეორედ იმყოფება ბათუმში. მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი რეგიონებს შორის ურთიერთობისთვის. პრეზიდენტი დაინტერესებულია აღდგეს საბორნე მიმოსვლა ბულგარეთის ქალაქებსა და ბათუმს შორის. სამომავლოდ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის დონეზე განიხილება, რადგან დიდი პერსპექტივა აქვს. ვისაუბრეთ ტურისტულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე. ბატონი პრეზიდენტი ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური ადამიანია და დიდ პატივს სცემს საქართველოს“-განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ ხაბაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტი მისი აღმატებულება როსენ პლევნელიევი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში გაისეირნებს და ძველი ქალაქის ისტორიას, აჭარის კულტურასა და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობა. რის შემდეგაც 13:30 საათზე დაესწრება ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიალს.

ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღესვე ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42