მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციტივით უწყებათაშორისი კომისია იქმნება
პოლიტიკა - 22:06, 17 Jun, 2015     1036
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები - გეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს.

„სტიქიის შედეგების დროული და ეფექტური აღმოფხვრის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, სხვადასხვა ხელისუფლება აკვირდება, თუმცა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ადეკვატურად არ რეაგირებს. ვერე საკმაოდ რთული მდინარეა. სამწუხაროდ, ბოლო მთავრობებმა პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადეს ბუნებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამის ნათელი დადასტურება იყო ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და მისი გუნდის გაუგებარი ახირება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა საბოლოო დასკვნას დაველოდებით. ის, რაც მოხდა ვერეს ხეობაში, არის კატასტროფა და ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ შეცდომები აღარ გავიმეოროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია, ხელისუფლების ამოცანაა, ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, თანათავმჯდომარე იქნება თბილისის მერი, ხოლო კომისიის წევრები - ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისსაბჭოს მდივანი და თბილისის ვიცე-მერი.

კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია; უნდა შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პროექტირების და შედგომში მშენებლობის მიზნით; ასევე, უნდა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია.

დადგენილება, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42