პრემიერმა სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენები შეაჯამა
პოლიტიკა - 22:01, 17 Jun, 2015     1136
დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ყველა დაზიანებულ უბანზე; ღამის საათებში ამინდის გაუარესებას არ გამოუწვევია პრობლემები; სტიქიის ზონაში კვლავ შეყვანილია გვარდიის დანაყოფები და მოხალისეები, - დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ოჯახს და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა.

„მიმდინარეობს დაზიანებული შენობების ექსპერტიზა-შემოწმება უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. წყნეთის ქუჩაზე სპეციალისტების მიერ გადაწყდა აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა. დღის მანძილზე მოხდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, რომლითაც მოხდა კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრა მდინარე ვერეს კალაპოტში ამ მონაკვეთზე არსებულ გვირაბთან, რითაც შეიცვალა მდინარის დინება და მისი ნაკადი უშუალოდ აღარ ეხება ნაპირს, სადაც უნდა დაიწყოს დამცავი კედლის მშენებლობა. თბილისის მეტროპოლიტენმა ბოლო დღეებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო მიიღო გადაწყვეტილება 8 ვაგონის დამატების თაობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დახმარების მნიშვნელობას, რომელიც ევროკომისიამ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გრანტის სახით გამოყო და რომლის ოდენობა 3 მილიონ ევროს შეადგენს.

დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარი.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც განუზომელი წვლილი შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, მათ შორის - მოხალისეებს, სამხედროებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42