პრემიერმა ალბინოსი ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯის ფაქტს, ტრაგუკული შემთხვევა უწოდა. ღარიბაშვილმა საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა.
"ჩვენთვის რა თქმა უნდა მძიმე იყო ის, რაც მოხდა დღეს და ზოგადად ამ დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი გამორჩეული, რომლის თავზეც გადაიარა ამ კრიზისმა, არის ბატონი ზურა. მე ასევე გეტყვით, რომ თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები მე, იმიტომ, რომ თავისი საქმის ღირსეული პროფესიონალია და მართლაც ყველაზე მეტად მან განიცადა ის, რაც მოხდა, ზოოპარკის განადგურება, ცხოველების განადურება. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველა ადამიანმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. არ უნდა შევეცადოთ გარკვეული სპეკულაციის შემოტანას და არც არავის მივცეთ ამის საშუალება. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






