ზურაბ გურიელიძის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა მისივე მეგობარი, მწერალი ქეთი ტოროტაძე სოციალურ ქსელში, სადაც ის ცხოველების დახოცვის შესახებ ზოოპარკის დირექტორის ნათქვამს იხსენებს.
,,მე აქამდე თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ რახან ახლა მთელი პასუხისმგებლობის მისთვის აკიდებას ცდილობენ ეს ნაძირალები, აღარ დავმალავ და ვიტყვი ზურაბ გურიელიძის მიერ პირად საუბარში ნათქვამს:
"ამ ახვრებს (შსს-ს) გუშინ ტვ-ში (იგულისხმება რუსთავი2 - ქ.ტ.) ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე, როცა ვთქვი, ცხოველები არ დაუხოცავთ-მეთქი. არადა, შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ფაქტიურად უკვე დაკავებული მოკლეს. ასევე უკვე დაძინებული და გაკოჭილი მოკლეს 2 მგელი. ეს რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა..."
დავიცვათ ზურაბ გურიელიძე ბარბაროსული უსამართლობისგან! ეს უკეთილშობილესი ადამიანი საქართველოს სჭირდება, მის საყვარელ ცხოველებს სჭირდებათ, საკუთარი ხელით რომ ჰყავს გაზრდილი! ბევრი გეგულებათ თავისი საქმის ასეთი მოყვარული და ერთგული ადამიანი?“ - წერს ქეთი ტოროტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






