,,ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს“ - ,,თავისუფალი დემოკრატები“
პოლიტიკა - 20:03, 17 Jun, 2015     1221
დღეს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას განცხადები ეხმაურებიან ,,თავისუფალი დემოკრატები“. ალასანიას გუნდი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ცხოველებთან დაკავშირებით, დაუდევრობას უწოდებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

"13 ივნისს მომხდარის შემდეგ ჩვენ, ,,თავისუფალ დემოკრატებს“, არ გაგვიკეთებია არც ერთი პოლიტიკური განცხადება. სხვა, ათასობით ადამიანთან ერთად, ჩვენც,

შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობდით დაზარალებულთა დახმარების სპონტანურ სამოქალაქო მოძრაობაში.

ბუნების ძალასთან დაპირისპირების და სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლის დროს, არავის აქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების უფლება. ასეთ ვითარებაში არავის აქვს გამოძიების გარეშე, თუნდაც სავარაუდო დამნაშავეების დასახელების უფლება, რადგან ეს

არა მარტო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, არამედ შეიძლება ნიშნავდეს მომხდარისგან შეძრწუნებული და წონასწორობადაკარგული ხალხის წაქეზებას, კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ. მაგრამ, არსებითად განსხვავებულია დღეს მომხდარი უბედურება. 17 ივნისს სამსახურში მისული ადამიანი მოკლა ზოოპარკიდან აქცეულმა გარეულმა ცხოველმა, რომელმაც თურმე მთელი ოთხი დღე გაატარა ქალაქის ქუჩებში ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩა მათ,

ვისაც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ევალება. ყოველგვარი გამოძიების გარეშე ცხადია, რომ ამ ტრაგედიის მიზეზი არის ხელისუფლება; ხელისუფლების მხრიდან

დაუშვებელი იყო გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. გასულ დღეებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ არც ერთი გარეული ცხოველი აღარ არის დარჩენილი ზოოპარკის

ვოლიერებს გარეთ და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ეს იყო დამღუპველი დაუდევრობით გაკეთებული განცხადება. და მას

ტელევიზიით ერთხმად იმეორებდნენ მთავრობის წევრები.

იმის საჩვენებლად, რომ სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობა უნაკლოდ აკონტროლებს, მთავრობის მეთაური შეუვალი კატეგორიულობით იმეორებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას მტაცებელი ცხოველების შესახებ. ეს მოდელირებული უსაფრთხოება ოთხი დღის განმავლობაში სასწორზე აგდებდა

და იმეტებდა ასობით მოხალისე ახალგაზრდის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც შრომობდნენ ზუსტად იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ამ დილით მტაცებელმა ადამიანი იმსხვერპლა.

კიდევ უფრო ამძიმებს მთავრობის პასუხისმგებლობას მისი მცდელობა, მომხდარში ზოოპარკის დირექტორი დაადანაშაულონ, მათთვის არასწორი ცნობების მიწოდების გამო. ხელისუფლების მოვალეობაა მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველი ცნობის შემოწმება და დაზუსტება. ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ ზოოპარკის დირექტორი და თანამშრობლები საჯაროდ, ტელევიზიით ამბობდნენ, რომ რამდენიმე გარეული ცხოველის ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო.დღეს მომხდარი ტრაგედიისა და მანამდე, მთელი ოთხი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო პასუხი უნდა აგონ, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა. საზოგადოების თვალწინ ჩადენილი ეს დანაშაული ისევე აშკარაა, როგორც ყველასთვის ცნობილია დამნაშავეების ვინაობა. ვიდრე ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს, მათთვის მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება და პასუხის მოთხოვნა არათუ დაუყოვნელად შეგვიძლია, არამედ მოვალენიც ვართ, რომ ასე მოვიქცეთ" - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42