პრემიერ–მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 19:39, 17 Jun, 2015     966

ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედა. ბულგარეთის პრეზედენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო.

საქართველო აგრძელებს რეფორმირების პროცესს და ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე მიაღწია,–განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა .

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–ევროკავშირისა და საქართველო–ნატოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესებზე. როსენ პლევნელიევის განმარტებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. აღინიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 18%-ით გაიზარდა.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მთავარ თემებს. გამოითქვა სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარული კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით.

ბულგარეთის პრეზიდენტი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში ”საქართველოს ევროპული გზა” მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42