სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 17:19, 17 Jun, 2015     2262
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გამო.

ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით ხდება.

აქედან გამომდინარე, მტაცებელი ცხოველების შესახებ ყველა ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რაზეც ყოველთვის ხდებოდა ხაზგასმა საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. ასევე ეს ინფორმაცია მოწმდებოდა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან.

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საჯაროდაც არაერთხელ დაადასტურა, რომ საშიშროება არ არსებობს და ყველა გარეული ცხოველი ან მოთავსებულია ვოლიერებში ან დაღუპულია, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით იქნა გავრცელებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, საბჭოს აპარატმა არაერთხელ გადაამოწმა ქ.თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციიდან ცხოველების შესახებ ინფორმაცია, რაზეც ყოველ ჯერზე ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხი იყო, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის გარეთ არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არსებობდა.

ამასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა არაერთხელ შესთავაზეს ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველების აღრიცხვაში დახმარება, რაზეც ზოოპარკის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ, ის ამ საქმეს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.

ცხოველების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის არსებობამდე მივმართავთ მოსახლეობას თხოვნით, თავი შეიკავონ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ და აუცილებლობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42