ვახტანგ გომელაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის დირექტორმა განცხადება გააკეთა, შს სამინისტრომ სამძებრო სამუშაოები არ შეწყვიტა და მობილური ჯგუფები დაკარგულ ცხოველებს მუდმივად ეძებდნენ. გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ ვეფხვი აღმოჩნდა იმ სარდაფში, რომლის ნახვაც უფრო ადრე წყლის მაღალი დონის გამო ვერ ხერხდებოდა.
„ტრაგედიიდან მეორე დღეს თქვეს, რომ არის რამდენიმე ცხოველი გარეთ, მერემოხდა ისე, რომ როდესაც წყალმა დაიწია დამხრჩვალი ცხოველები ვოლიერებში ნახეს. გუშინ საღამოს მე დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მითხრა შეგვემსუბუქებინა პრევენციული ღონისძიებები ცხოველის ძიებასთან დაკავშირებით, რადგან ზოოპარკის დირექტორმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცხოველები ზოოპარკს გარეთ არ იმყოფებოდნენ, ზოგი იყო მკვდარი და ზოგი ცოცხალი, მაგრამ ვოლიერებში გადაყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და იყვნენ მუდმივად მობილიზირებულები. სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ტერიტორიაზე არაერთხელ იყვნენ შესულები და ეს ტერიტორია მოწმდებოდა. საწყობი იყო დაკეტილი და მას აქვს რკინის გისოსები, თუ პატრონი არ გააღებდა მას ვეფხვი შიგნით ვერ მოხვდებოდა. როდესაც წყალმა დაიწია აღმოჩნდა სარდაფი, სადაც იმყოფებოდა ვეფხვი, ახალა მუშაობენ და ნახავენ თუ როგორ მოხვდა იქ ვეფხვი. რომც არ გაკეთებულიყო განცხადება ამ ფაქტს ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით. საწყობის დასალაგებლად შევიდნენ მუშები და მოხდა მათზე თავდასხმა. როდესაც ჩვენ მივედით ეს ადამიანი უკვე უგონოდ იყო,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






