"მაშინ, როცა ახალგაზრდებს აპოკალიფსის მიზეზად სახავენ, მივხვდი, ამ ქვეყნიდან წასვლა საერთოდაც არ მინდა“ - ხატია ლაღიძე
სოც.მედია - 17:10, 17 Jun, 2015     4156
13 ივნისის სტიქიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწერა უამრავი პოსტი, დაიდო ფოტოები...
„ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ნანახმა თუ გაგონილმა ფაქტებმა ქართველობა თავიდან შემაყვარა“ - წერს ფეისბუკმომხმარებელი ხატია ლაღიძე და გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
ხატია ლაღიძე: „ეროვნული სოლიდარობისა თუ სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სამწუხაროდ, სტიქიურმა უბედურებამ დაგვანახა. თუმცა, დაგვარწმუნა, რომ ქართველები ერთმანეთის სისხლით არ ვიკვებებით. რომ ერთმანეთის დაჭმაზე არ ვართ ორიენტირებულნი, რომ ერთმანეთის ტკივილი ისევე გვტკივა, როგორც ერთმანეთის გადარჩენილი ნივთის, თუნდაც უმნიშვნელოს პოვნა...

ამ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ნანახმა თუ გაგონილმა ფაქტებმა ქართველობა თავიდან შემაყვარა. დღეს ამ ყველაფრის ნაწილი თვითონ გავხდი.

მაშინ, როცა ახალგაზრდებს აპოკალიფსისა და ეროვნული გადაგვარების მიზეზად სახავენ... გაუზრდელებლად, უკულტუროებად მოიხსნებენ... მაშინ, როცა უგუნურ, კომპიუტერით გამოშტერებულებს გვეძახიან... როცა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწაფვას ახირებად გვითვლიან... მაშინ...

ის გაუზრდელი და უკულტურო გოგო-ბიჭები დილიდან ტალახში დგანან. არც იციან ვის ეხმარებიან, მაგრამ დგანან. დგანან და ეს მათ მოვალეობად მიაჩნიათ. არავის დაუძახია, არავის მოუწოდებია, ადგნენ და მივიდნენ. მივიდნენ, რადგან იციან, ეს ქვეყანა მათი მხრებით არის სატარებელი.

მიყვარხართ! ყველა გოგო და ბიჭი, ქალი თუ კაცი...

და ის ქართველი ბიჭები, რომელთა ღირსებაც ყველა ეროვნების მამრობით წარმომადგენელზე მეტად დაგვიკნინებია ქართველ გოგოებს, ყველაზე მაგარი ბიჭები არიან!
„შენ დალიე წყალი, გოგო ხარ. შენზე მეტი ფიზიკური ძალა მაქვს და უწყლოდ კიდევ გავძლებ... თქვენი ფანი ვარ ქართველო გოგონებო. ახლა კი დადე ნიჩაბი, დაიღლებოდი, ცოდო ხარ...“
ეს გულიდან წამოსული სიტყვები შენთვის ალბათ უმნიშვნელოა, ჩემთვის კი რაღაც ახლის, იმედის, გადარჩენის სიმბოლოა.
„დაისვენე ძმა, ახლა მე გავაგრძელებ...“ „გოგონებს მიხედეთ, მძიმე არ ათრევინოთ...“ „ბაბუ დაჯექი, ჩვენ მივხედავთ შენს გარაჟს...“ „ხვალაც მოვიდეთ, უკეთესს რას ვიზამთ...“
ყოველი მხრიდან გესმის გულწრფელი ფრაზები...
ჩერდებიან მანქანები და სრულაიდ უცნობებს მოაქვთ საკვები, ვინაობას არც ასახელებენ „მაგრები ხართო“ გეტყვიან და მიდიან.
და მგონი, ცხოვრებაში პირველად უფროსმა თაობებმა დადებით კონტექსტში ახსენეს ფრაზა „ ეს რა თაობა მოდიხართ....“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42