პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ღარიბაშვილის განცხადებით დღეს ლაგუნა ვერესთან მომხდარი ფაქტი აღმაშფოთებელია. პრემიერის თქმით ის თავს შეწუხებულად გრძნობს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ორი დღის წინ საგანგებო შტაბის ანგარიში მოხვდა ინფორმაცია, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში. ეს ეფუძნებოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, მიუხედავად იმისა რომ ამ ინფორმაციის წყარო იყო ზოოპარკის დირექტორი. მიუხედავად იმისა რა ინფორმაციას მოვისმენთ ზოოპარკის დირექტორისგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველია გარდაცვლილი და ნაპოვნი. თუ სჭირდება ზოოპარკის დირექტორს დახმარება დაეხმარეთ. არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ინფორმაციას და თავად გადაამოწმეთ“- მიმართა ირაკლი ღარიბაშილმა შსს მინისტრს და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს.
პრემიერთან გამართულ საგანგებო შეხვედრას ქალაქის მერი დავით ნარმანია, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური , კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






