„თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ“ - ინდირა ზარანდიას ფეისბუქგვერდიდან
სოც.მედია - 11:23, 17 Jun, 2015     27145
„დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენ გვერდით არ იქნებიან“- სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ინდირა ზარანდიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ჯორჯ კარლინის სტატია გამოაქვეყნა. გასული საუკუნის ცნობილმა სატირიკოსმა ეს სტატია ცოლის სიკვდილის შემდეგ დაწერა.


"პარადოქსია ჩვენს დროში, რომ გვაქვს უფრო მაღალი შენობები, მაგრამ ვართ ნაკლებად ტოლერანტულები, გვაქვს უფრო ფართო გზები, მაგრამ ვიწრო თვალთახედვა.
ვხარჯავთ მეტს, ვიღებთ ნაკლებს, ვყიდულებთ მეტს, გვიხარია ნაკლებად. გვაქვს უფრო დიდი სახლები, მაგრამ უფრო პატარა ოჯახები, ვართ უკეთესად კეთილმოწყობილები, მაგრამ გვაქვს ნაკლები დრო. გვაქვს უფრო მეტი ცოდნა, მაგრამ ვართ ნაკლებად გონიერები, გვყავს მეტი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს მეტი პრობლემა, გვაქვს უკეთესი მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.
ვსვამთ ძალიან ბევრს, ვეწევით ძალიან ბევრს, დროს დაუფიქრებლად ვხარჯავთ, ვიცინით ძალიან ცოტას, ავტომობილებს ვმართავთ ძალიან სწრაფად, ვბრაზდებით იოლად, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ვკითხულობთ ძალიან ცოტას, ძალიან ბევრს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ ძალიან იშვითად. გავზარდეთ ჩვენი ქონება, მარამ შევამცირეთ ჩვენი ღირებულებები. ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად.
ვისწავლეთ, როგორ ვიარსებოთ, მაგრამ არა როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ სიცოცხლეს ვამატებთ წლებს, მაგრამ არა წლებს - სიცოცხლეს. ჩვენ შევძელით მთვარეზე გაფრენა და უკან დაბრუნება, მაგრამ გვიჭირს ქუჩის გადაკვეთა და ახალი მეზობლის გაცნობა. ჩვენ დავიპყარით გარესამყარო, მაგრამ შინაგანი სამყარო ვერა.
ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, მაგრამ არა უკეთესს საქმეებს. ჩვენ გავწმინდეთ ჰაერი, მაგრამ დავიბინძურეთ სული. ვწერთ მეტს, ვსწავლობთ ნაკლებს. ვგეგმავთ ბევრს, ვაღწევთ ნაკლებს. ვისწავლეთ მიტოვება და გამოქცევა, მაგრამ არა ლოდინი. ჩვენ ვქმნით მეტ კომპიუტერს, მაგრამ გვაქვს უფრო და უფრო ნაკლები კომუნიკაცია.
ეს არის დრო სწრაფი კვების და ცუდი მონელების, დიდი თანამდებობის მქონეების, მაგრამ ნაკლებად ღირსეულების. დღეს არის დრო სწრაფი მოგების და ნაკლები ურთიერთოების. დრო გაზრდილი შემოსავლებიი და განქორწინებების გაზრდილი რიცხვის. ლამაზი სახლების და განადგურებული ოჯახების.
ეს არის დრო მანძილის მალე დაფარვისა, სარეკლამო მორალისა, ერთღამიანი ურთიერთობებისა, ჭარბწონიანი სხეულების და ტაბლეტების, რომლებსაც მოვყავართ ხასიათზე, გვამშვიდებენ და გვკლავენ.
ეს არის დრო, როცა ტექნოლოგიას შეუძლია მოიტანოს ეს წერილი თქვენამდე, და დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მისი გაანალიზება, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს "Delete"
დაიმახსოვრეთ, რომ უნდა გაატაროთ დრო მათთან ვინც გიყვართ, რადგან მოვა დრო, როცა ისინი თქვენთან აღარ იქნებიან. თბილად ჩაეხუტეთ მას და უთხარით, რომ გიყვართ - ეს ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც ცენტიც არ დაგიჯდებათ. "




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42