ქართული ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა
პოლიტიკა - 11:06, 17 Jun, 2015     562

ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. მათ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა.

ქართველი სამხედროები მისიისთვის გერმანიის სამ სხვადასხვა ბაზაზე - ვილდფლეკენში, ლეტლინგზენში და ჰამელბურგში ემზადებოდნენ. წვრთნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის ორგანიზებით ჩატარდა. ხუთი თვის განმავლობაში გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიოდნენ. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც ჩაუტარდა.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული გერმანიაში 2015 წლის 23 იანვარს გაემზავრა. „ალფა“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მაზარ-ი-შარიფში იმსახურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42