ვერეს ხეობას ამ წუთებში მოხალისეების ჯგუფები და მაშველები ტოვებენ. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც განაცხადა, რომ სინოპტიკოსების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსალოდნელია უხვი ნალექი, რამაც შესაძლოა მდინარის ადიდება გამოიწვიოს. გომელაურის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, სამუშაოების შეწყვეტა კი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოხდა.
„სინოპტიკოსების მიერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია უხვი ნალექი, მაგრამ არა იმ დოზით, რაც იყო ორი დღის წინ. უსაფრთხოების მიზნით შეწყდა სამუშაოები. შეიქმნა ქაოსური მდგომარეობა და პანიკა, მაგრამ საფუძველი ამის არ არსებობს, რადგან შესაძლოა ეს ნალექი არც მოვიდეს, მაგრამ რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს მდინარის დონის მომატება, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დროებით გამოგვეყვანა ეს ადამიანები ხეობიდან. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






