"მინისტრმა სტიქიით დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა"
სოც.მედია - 14:45, 16 Jun, 2015     49766
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელი, უწყების ხელმძღვანელის და სტიქიით დაზარალებული ადამიანების შეხვედრის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მინისტრმა მედიას ამ შეხვედრის მედიით გაშუქება აუკრძალა:

„ჩუმი სიკეთის მატეანედან

ოდესმე ასეთი სათაურის გარშემო, მინდა, პატარა ისტორიები ავკინძო - ამბები დიდბუნებოვანი ადამიანების უცნობ, მაგრამ საოცრად ღირსეულ საქმეებზე... ერთ გვერდს აუცილებლად ჩემს დღევანდელ გმირს მივუძღვნი...

მინისტრმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ დამფრთხალ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა, თავისი ხელფასი დიასახლისს ჩუმად კონვერტით გადასცა და კატეგორიულად აკრძალა ამ შეხვედრის მედიით გაშუქება…

გიორგი მღებრიშვილი: „მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანის განცდების, რომელიც ჩაკეტილ სივრცეშია, იცის, რომ ოჯახს უჭირს და ვერაფრით ეხმარება. ასევე, იმ ბავშვების, რომელთაც ყველაზე მძიმე წუთებში მამა გვერდით არ ჰყავთ... ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება , რომ მსჯავრდებული ოჯახთან მიმეყვანა და პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის ცოტათი მაინც გამექარწყლებინა ამ ტრაგედიით მიღებული სტრესი და ტკივილი.“ კამერა არ მინდა, არ მიღირს ასეთი ამბებით „გაპიარებაო“...

რთულია, დღევანდელ რეალობაში მუშაობდე ასეთი პიროვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საამაყო, რადგან ზუსტად იცი,რომ ის არასდროს უღალატებს ყველაზე მთავარს - ღირსებას და სიყალბესა და ტყუილს თავის ხალხს არასდროს აკადრებს... მიხარია, რომ ასეთი ადამიანები, უკანასკნელი მოჰიკანები, არსებობენ... მართალია, ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებში არ გამოჩენილა, მაგრამ თავისი ჩუმი სიკეთით ბევრად დიდს მიუახლოვდა....

კიდევ ერთი პოზიტივი: პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პრეზიდენტს მოცემული მჯავრდებულის შეწყალების თხოვნით შუამდგომლობას უგზავნის...“- წერს თეა პერტაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42