„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თინათინ ხიდაშელის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტს ეხმაურება. მაია ფანჯიკიძის თქმით, ჯერჯერობით ცნობილი არაა თუ რა სახის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი თავდაცვის მინისტრმა.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა საფრანგეთში რაღაცას მოაწერა ხელი. მე არ ვიცი, არის თუ არა 100 პროცენტით იდენტური იმ ხელშეკრულებისა, რომელზეც მუშაობდა ირაკლი ალასანია. თუ ეს ასეა მაშინ ეს არის ძალიან კარგი ფაქტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, მაგრამ თუკი ეს არ არის ის ხელშეკრულება და არის მხოლოდ მისი რაღაცა ვარიანტი ან ხელი აქვს მოწერილი მხოლოდ ზოგიერთ ელემენტს. მაშინ უნდა გავიგოთ დეტალები რას მოეწერა ხელი და იმის მიხედვით გაკეთდება შეფასება“- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






