კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი განცხადებით, დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად სამაშველო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს ჯანელიძე ამბობს, რომ მათი რიცხვი სამედიცინო დაწესებულებებში შემცირდა და ისინი სახლში გაწერეს.
ჯანელიძის თქმით, სტიქიის ზონა რამდენიმე ლოკაციად დაიყოფა და მასზე პასუხისმგებლობას სხვადასხვა უწყებები აიღებენ.
"აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებთ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია. გამოყოფილია თითოეულ ლოკაციაზე ხელმძღვანელი პირი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა წერტილზე. ზოოპარკში ასევე იმყოფებიან მაშველები. სვანიძის ქუჩაზე მერიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობებნ. ყიფშიძის ქუჩაზე მუშაობენ მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები,"- აცხადებს მინდია ჯანელიძე.
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ წყნეთი-ახალდების მონაკვეთზე გადაადგილება დღეს დღის მეორე ნახევარში აღდგება. სრული რებილიტაციისათვის კი 10 დღე იქნება საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






