,,ეს წუთია დავაკომენტარე თინა ხიდაშელის სტატუსზე და აქაც მინდა ცალკე დავდო. დღეს დილიდან ამის გაკეთება მინდოდა. ჩვენი მედიის მუშაობა ამ უბედურების დროს სამაგალითოა. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ნიკა გვარამია напросился, მაგრამ თუ თოქ-შოუების must be ღვარძლიან, იდეოლოგიურად გაჯერებულ ქვეტექსტებს და ზოგან სპეც პუბლიკას არ ჩავთვლით, ზოგადად რეპორტაჟები უბედურების ზონიდან ნამდვილად დაბალანსებული და პროფესიონალურად მაღალ დონეზე მომზადებული იყო. საზმაუმაც კარგად იმუშავა, იმედმაც. სხვებს ნაკლებად ვუყურებდი. მადლობა შეიძლება არც არავის სჭირდება, მაგრამ თუ სამართლიანად შევაფასებთ უნდა ვთქვათ, რომ წამყვანმა მედია არხებმა და სააგენტოებმაც სერიოზული მუშაობა გაწიეს ამ მძიმე დღეებში და ეს დასაფასებელია. მედიამ ამ დღეებში საზოგადოების კონსოლიდაციას დიდად შეუწყო ხელი და ცუდია, თუ ამას ვერ დავინახავთ“ - წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






