ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღმა ორი კვირით გადაიწია
პოლიტიკა - 19:39, 15 Jun, 2015     911
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღი შეიცვალა და 17 ივნისის ნაცვლად, პირველი ივლისი განისაზღვრა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

„ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1 ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ანალოგური მაუწყებლობის გამორთვა დაიწყება თბილისიდან. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42