გავრცელებული ინფორმაცია, რომ მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ არ დასტურდება. „ნიუპოსტი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა. როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული ავტომობილი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ეკუთვნის რომელიც წყალმა გაიტაცა და ამ დრომდე დაკარგული იყო. სასრფაო დახმარების ბრიგადამ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და სტიქიის შემდეგ მედპერსონალიდან არავინ დაშავებულა, შესაბამისად არც არავინ იძებნებოდა. „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა და მოხალისეებმა მიწაში დამარხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა აღმოაჩინეს. მაშველები და მოხალისეთა ჯგუფი ამ დრომდე ავტომობილის მიწისა და ქვა-ღორღისაგან გათავისუფლებას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები






