”ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები...”
სოც.მედია - 18:48, 15 Jun, 2015     2790
ხელნაწერთა ერვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ წერს და მოხალისე ახალგაზრდებს, რომლებმაც სტიქიის მიერ დაზიანებული ქალაქის მოწესრიგებაში იღებენ მონაწილეობას მადლობას უხდის:

”დღეს ბევრი სათქმელი დამიგროვდა.

იმაზე, რომ ხალხი დაგვეღუპა. თან ბევრი. თან იმაზე, რომ ალბათ მეტის გადარჩენა შეიძლებოდა.

იმაზე, რომ არასოდეს მომწონს დიდი ჩარევები ბუნებაში და არც მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევა მიმაჩნდა სწორად.

იმაზე, რომ თუ ვერეს ხეობაზე არ გაიყვან ალტერნატიულ გზას, მე არ ვიცი, როგორ უნდა განიტვირთოს დასაცობებული თბილისი.

იმაზე, რომ გარემოს დაცვაც უნდა გვანაღვლებდეს და ქალაქის განვითარებაც.

იმაზე, რომ ამ ორი დიდი მიზნის ერთდროულად მიღწევა უპირველესად კომპეტენტურ სპეციალისტთა საქმეა და არა ნაირ-ნაირი პოლიტიკოსებისა.

იმაზე, რომ არ შეიძლება სტიქიური უბედურებების შეფასებისას უპირველესად პოლიტიკური მიზანი გვამოძრავებდეს – ვის ძველი, ვის კი ახალი ხელისუფლების კრიტიკა.

იმაზე, რომ „ახალი გზის“ აშენებამდე ისედაც იყო ვერე გვირაბებში მოქცეული (თამარაშვილის ქუჩისა და ვარაზისხევის ქვეშ) და ეს გვირაბები ისევე გაიჭედა, როგორც ახლები.

იმაზე, რომ არა გვაქვს არც ზოოპარკის და არც სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების ევაკუაციის გაწერილი გეგმები – რომელი უბედურებისას რას ვაკეთებთ. ვინ, როგორ და რა საშუალებებით.

იმაზე, რომ მაშველები და მშრომელები მაგარი ხალხია და მართლა ბევრმა იღვაწა – პროფესიონალმა თუ ისე მოქალაქემ.

იმაზე, რომ დღეს ქუჩებს აშკარად აკლდა ხელმძღვანელობაც, ორგანიზებულობაც, ტექნიკაც...

თუმცა დღის მთავარი სათქმელი მაინც ეს ახალგაზრდობაა!

შემართული და ანთებული, არავისგან დარიგებული და უაღრესად შეგნებული, დაკუნთული თუ კაფანდარა, შარვლიანი თუ შორტებიანი, ბოტებიანი და ბოტასებიანი, აკურატულად მომუშავე თუ ტალახში ამოგანგლული...

თაობა, რომელიც რწმენას გაძლევს. გაძლევს და გიბრუნებს. დიდ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.

ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები...

მადლობა, მადლობა...”- წერს ბუბა კუდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42