გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ჩაერთო
პოლიტიკა - 13:19, 15 Jun, 2015     1171

დღეიდან, სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ასევე, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაწმენდით სამუშაოებს სამი მიმართულებით შეასრულებენ: წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და დაზარალებულთა დახმარებაში პირველივე წუთებიდან ჩაერთო. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.

თავდაცვის უწყების მიერ მუშახელისა და მოხალისეებისთვის უზრუნველყოფილია სამი საველე სასადილო. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოხალისეებს სპეციალური ტანსაცმლითაც ეხმარებიან. ყველაზე რთულ, მეწყერსაშიშ, წყნეთი-ბეთანიის მიმართულებაზე, გეოლოგებისთვის დაზვერვითი ხასიათის სამუშაოების განხორციელებაში შერეული საავიაციო ესკადრილიის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც ჩაერთო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42