პრეზიდენტის თქმით, ორი დღის წინ მომხდარი ტრაგედია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. როგორც გიორგი მარგველაშვილმა დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, შესაძლოა ახალი გზის მშენებლობისას შეცდომები ყოფილიყო დაშვებული.
„სერიოზული შეცდომებია დაშვებული, რომელმაც ამასთან მიგვიყვანა. ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი. არ შეიძლება, ადიდდეს ერთი ხევი და ამდენი ადამიანი დაიღუპოს, რამდენიმე ათეული კი უგზო-უკვლოდ დაიკარგოს...გაკვეთილი კატასტროფულია. ნათელია დასკვნა, რომ აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. არ შეიძლება, რომ დღეს ჩვენ ყველა არ ვეკითხებოდეთ ამ დარგის სპეციალისტებს, პროფესიონალებს, არა მარტო როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, არამედ როგორ არ მოხდეს ეს არასდროს. ამაზე პასუხი არ აქვს არცერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვს ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის პროფესიონალებს, რომელთა ხმასაც ჩვენ დღეს ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






