,,მრცხვენია იმ ადამიანების გამო, ვისთვისაც ტრაგედიაც კი სპეკულაციის საბაბია“
სოც.მედია - 22:51, 14 Jun, 2015     4324
დღეს არაა თითის გაშვერის, პასუხისმგებლობის არიდების და გადაბრალების დრო! - თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე.

,,მთელი გულით ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულისტკივილს და ვუსამძიმრებ მათ იმ მძიმე შედეგს, რაც გამოიწვია სტიქიამ.

ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის მძიმედ გათენდა, მაგრამ მამხნევებს ერთი - ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები და სიტყვაც არ დასცდეს არავის აუგი!

მთელი დღის მანძილზე, საკუთარი ინიციატივით მოდიოდნენ ადამიანები დაზარალებულების დასახმარებლად და ქალაქის დაზიანებული ნაწილის დასალაგებლად. მოხალისეების ნაკადი არ წყდებოდა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამას არ დასჭირდა არავის მოწოდება და დავალება, ხალხმა შეძლო თვითორგანიზება. ამიტომაც გადავრჩებით და ეს მამხნევებს.

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს ვინც თავდაუზოგავად შრომობდა საკმაოდ მძიმე პირობებში, ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად დგომა.

მრცხვენია იმ ადამიანების გამო ვისთვისაც ტრაგედიაც კი სპეკულაციის საბაბია - ყველაფერს აქვს საზღვარი!

დღეს არაა თითის გაშვერის, პასუხისმგებლობის არიდების და გადაბრალების დრო!

სტიქიას რაც არ უნდა მომზადებული დახვდე, რთულია მასთან გამკლავება, ამიტომაც დაუშვა კანონმდებელმა ზოგიერთი სამართლებრივი პროცედურისას გამონაკლისი და ასეთ გარემოებას ეწოდა "დაუძლეველი ძალა"!

მთავარი ის კი არაა გადავაბრალოთ ვინმეს, არამედ ვისწავლოთ!“ - წერს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42