ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების მიერ ვერეს ხეობაში ახალი გზის მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ დარგის სპეციალისტებისგან მსგავსი საუბრები მასაც მოსმენილი აქვს.
"ვიცი, რომ საუბრობენ - არასწორად განხორციელებული პროექტის შესახებ, სრულიად შემთხვევით ვნახე ვიდეო. ერთ-ერთი ექსპერტი ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში საუბრობდა ამ პრობლემაზე. რომელიც ზუსად ამას პროგნოზირებდა. მე მინდა მისი ნათქვამის ციტირება მოვახდინო: შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანა ხეობა მტკვარში. ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, რეალურად ეს იყო. ეს ადამიანი საუბრობდა სწორედ იმ პროექტზე, რომელიც არასწორი გათვლებით განხორციელდა ვერეს ხეობაში. მე არ ვარ სპეციალისტი და მირჩევნია სპეციალისტებს ვკითხოთ ამის შესახებ" - განცახად ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დაიწყებს ვითარების გამომწვევი მიზეზების დადგენა, რომლის შემდეგაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები გატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






