ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებას მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც თბილისის მერიას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის 10 მილონი ლარი გამოეყოფა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით არცერთი ოჯახი უყრადღებოდ არ უნდა დარჩეს და მათ ყველა აუცილებელი დახმარება უნდა აღმოუჩინონ.
ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს მოსახლეობას თხოვნით, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ავტომობილით გადაადგილებისგან, რათა ქალაქში არ მოხდეს მოძრაობის პარალიზება.
"საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მიზეზების კვლევა, ასევე ითვლება ზარალი და მოსახლეობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწევა, მე ეს გუშინ ღამე დავავალე ყველა უწყებას. გამგეობებში მობილიზებულია სპეციალური შტაბები, სადაც გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები და ინვენტარი დაზარალებულო მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნეს და მინდა გადავუხადო მადლობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით ამ ეტაპზე ყველა უწყება მობილიზებულია და შესაბამისად, ძალა საკმარისია.
მასალის გამოყენების პირობები






