სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება
პოლიტიკა - 14:57, 14 Jun, 2015     1959

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც. ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩებიან სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქის ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები განთავსებულია შსს-ს ვებ-გვერდზე.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილი დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს.

რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, მათი რაოდენობა ზუსტდება. ზოოპარკის ხელმძღვანელობა ახორციელებს დაღუპული და გაქცეული ცხოველების აღრიცხვას, რის შესახებაც მოსახლეობას მყისიერად მიეწოდება ინფორმაცია. ამ დროისთვის, მოსახლეობას მოვუწოდებთ მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 112-ს.

სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამოქმედებულია ყველა რესურსი. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება სტიქიის შედეგების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ლიკვიდაციისთვის.

ცხელ ხაზზე შემოდის მრავალი სატელეფონო ზარი და მოქალაქეები გამოთქვამენ სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს. საგანგებო შტაბი მადლობას უხდის მოსახლეობას გამოჩენილი თანადგომისთვის. თუმცა, უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთარი რესურსებით ახორციელებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი რესურსების მობილიზება, მოსახლეობას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და ეს პროცესი განხორციელდება ორგანიზებულად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42