სუფსა-ლანჩხუთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალის ნიგვზიანის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ნიგვზიანის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა, ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი არის დაშავებული, ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები. აღნიშნულ მონაკვეთზე 2 საათის განმავლობაში შეზღუდული იყო გადაადგილება.
შსს-ს ცნობით კი, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახენ, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. შედარებით მძიმეა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომთა მდგომარეობა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
რაც შეეხება მიკროავტობუსის მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ამ დროისთვის ნიგვზიანის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






