ყოველ დილას რუსეთს უთხარი -,,შენ ხარ ოკუპანტი“ და ამ პოზიციებიდან განაგრძე მასთან დიალოგი
პოლიტიკა - 21:09, 13 Jun, 2015     16271
,,ნიუპოსტი" გთავაზობთ ალექსანდრე რონდელის შეფასებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია რთული გზაა. ჯერ ვუყურებდით, მერე შევაფასეთ სიტუაცია და მივხვდით, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა. შეიძლება, ტაქტიკა შევიცვალოთ, მაგრამ ეს არის გზა, რომლის შეცვლაც ქვეყნის დაღუპვას ნიშნავს. ამ გზას დიდი ინერციულობა ახასიათებს. ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს გზა შემთხვევით არჩეული არაა.

რუსეთი არის წითელი ხაზი, მასთან ყველაფერია დაკავშირებული. სამწუხაროდ, პარადოქსია, რომ არ უნდა გვიხაროდეს ის ცვლილებები, რაც რუსეთში მიმდინარეობს. მას აქვს უფლება ძლიერისა, რომელმაც მიითვისა ჩვენი ტერიტორიები ყოველგვარი უფლებების გარეშე. ისმის პრაგმატული კითხვა, რუსეთის მართვა შესაძლებელია თუ არა დემოკრატიული ბერკეტით? რუსეთის ელიტა თვლის, რომ არა.

ჯერ კიდევ თავის დროზე ელცინმა პატარა ქვეყნებს უთხრა, წაიღეთ იმდენი დამოუკიდებლობა, რამდენსაც შეძლებთო. ზოგმა ,,სუვერენული სახელმწიფო" დაირქვა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს იყო ტესტი ბევრი ქვეყნისთვის. რუსეთის ხელისუფლება პუტინის შემდეგ ცდილობდა კონფედერაციას, რადგან ხისტი ფედერაცია არის მათთვის მიზანი, რომლის მისაღწევადაც იბრძვიან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ აქვთ დაშლის შიში. ამას დიდი ჭირდება და ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ რუსებმა კარგად იციან, რომ ისევე დაიშლებიან, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამიტომ რუსეთში რა მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძლიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენზე ჰპოვებს ასახვას.

ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსეთიდან ნანგრევები ჩვენზე წამოვა. მთავარია, ვიყოთ ძლიერი შინაგანად. რუსი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიშალოს, ვერ გადარჩეს და ამ შიშის გამოძახილი იყო 2008 წელს აგვისტოში. ეს იყო დემონტრირება იმისა, რომ უკან არ დაიხევდნენ. ამ ომით სცადეს ჩვენი შეშინება და კმაყოფილები არიან. ცოტა ძვირი კი დაუჯდათ ეს ომი, მაგრამ ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ყველას აჩვენეს, რომ იღებენ იმას, რაც სურთ. მათ პანიკური შიში აქვთ იმისა, რომ თუ სადმე დათმეს, მერე სულ დათმობა მოუწევთ, ამიტომაცაა საშიში რუსეთთან ურთიერთობა.

ჩვენ საქმე გვაქვს საშიშ, სახიფათო სახელმწიფოსთან. ჩვენი დამოუკიდებლობა მისთვის პირად შეურაცყოფასავითაა, მაგრამ ამის გამო ხომ ვერ ვიტყვით უარს არჩეულ გზაზე? რუსეთს ყოველთვის ეცალა საქართველოსთვის. ლოკალურად, სპეცსამსახურებით მუდამ აკონტროლებდა აქ გავლენის შენარჩუნებას. რუსი გენერლები ამბობდნენ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იქნებოდა დაცული, თუ საქართველოზე კონტროლს შეინარჩუნებდნენ.

აგვისტოს ომმა ერთი რამ გამოაჩინა კიდევ. ჩვენ არ ვიყავით მზად თავდაცვითი პროცესისათვის. ჯარი მზად არ იყო და მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყეს მზადება ჯარის სპეციალური გაძლიერებისათვის, თითქოს რუსეთი არასდროს დაგესხმოდა თავს. არადა, როკის გვირაბთან ცოტა ადრე რომ შეინიშნებოდა მათი მობილიზება, თან ამის გამო უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა, ამის დანახვა ვერ შეძლო ქართულმა დაზვერვამ მხოლოდ იმიტომ, რომ როკის ჩრდილოეთით არავის გაუხედავს.

პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამ და მერე ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლამ დიდი დაღი დაასვა ორი ქვეყნის ურთიერთობას. თავიდან სააკაშვილს თაფლობის თვე ჰქონდა პუტინთან, მაგრამ როცა ისინი დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილი თავად ,,მოვლენაა" და მისი დამორჩილების შანსი არ იყო, უკვე ურთიერთობის სხვა პლანზე გადავიდნენ.

სააკაშვილი მიახვედრეს, ვინ არის ბატონი, მაგრამ რომ ვერ გააგებინეს, მერე უფრო მეტი წნეხის განხორციელებაზე გადავიდნენ. რუსების სტილია ის, რომ მათ ისე სურთ საქმის კეთება, რომ არც პასუხისმგებლობის აღება სურთ, არც ფულს გიხდიან და თან გაძალებენ, მოდი, მე რომ გეტყვიო.

მათთან სააკაშვილი იქცეოდა ისე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი, რაც მათთვის მძიმე ასატანი იყო. ამიტომ ვერ იტანდა პუტინი. სააკაშვილის ურყევი პოლიტიკა იყო-,,მე მაქვს ჩემი პოლიტიკა". ასტანაში არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც ,,დსთ"-ს ლიდერები ესწრებოდნენ, პირდაპირ უთხრა პუტინმა სააკაშვილს, ახლა კი არის ცუდი ურთიერთობა ჩვენს შორის, მაგრამ ალბათ უფრო გართულდებაო. ასეც მოხდა.

არცერთი აგრესორი არ იტყვის, რომ მან ომი დაიწყო. ის სულ ამბობს, რომ აუხტნენ, თავის ჭკუაზე ,,გაუტიეს", ვეღარ გაუძლო და დაარტყა. რუსეთმა საერთაშორისო კანონი დაარღვია ამ ომით და ამიტომ ჩაწერეს ის, როგორც ,,ოკუპანტი" და არა იმიტომ, რომ ქართველებს ლამაზი თვალები გვქონდა. საქართველოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, შეუვალი და პრინციპული პოზიცია. ყოველ დღე არ უნდა გააღიზიანო რუსეთი, მაგრამ დილას რომ ადგები, უთხარი -,,შენ ხარ ოკუპანტი" და შემდეგ გააგრძელე, ამ პოზიციებიდან მასთან დიალოგი.

2013 წელი.

ალექსანდრე რონდელი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42