დავით ნარმანია რეგიონულ კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 18:51, 13 Jun, 2015     1058
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, სასტუმრო „Holiday Inn“-ში რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თვითმმართველ ქალაქებს შორის კოორდინაციის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით პროექტებს ახორციელებენ.

თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები თვითმმართველობების საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების მეტად გააქტიურებაზე და მათ ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დღეს სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას, თვითმმართველობების ახალგაზრდულმა სამსახურებმა უნდა შეუწყონ ხელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიის განთლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები თვითმართველ ქალაქებს შორის ყოველწლიურად გაიმართება.

„დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება, მიღწევები გავუზიაროთ, კონფერენცია ჩვენს საქმიანობაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს წარმოაჩენს და ერთობლივი ძალებით მათი გადაჭრის გზების მოძიებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი არეშიძემ.

თვითმმართველი ქალაქების განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე სამსახურებმა სამომავლო განვითარების ხედვა წარმოადგინეს და ერთობლივი პრიორიტეტები შეიმუშავეს. კონფერენციაზე სამსახურებს შორის შემდგომი აქტივობები დაგეგმა, რაც მომავალში მათ შორის საერთო პროექტების შემუშავებას და განხორციელებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განთლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ქეთი ჯოხაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სტუდენტური თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42