"ყველა ქვეყანა ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე"- ხიდაშელი
პოლიტიკა - 15:55, 13 Jun, 2015     1212

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ციურიხში საერთაშორისო ფორუმზე „ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების გლობალური შედეგები“ სიტყვით გამოვიდა.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც დაუყონებლივ მოქმედებას საჭიროებს. სამწუხაროდ, ბევრჯერ ვაწყდებით სირთულეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ლიბერალიზმი და უსაფრთხოება იმ გამოწვევებს შორისაა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. ბევრი რამ შეიძლება გამართლდეს უსაფრთხოების არგუმენტით, უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გარემოში არსებობისთვის, სადაც ჩვენ უნდა შევწიროთ თავისუფლებები და უფლებები, რისთვისაც მსოფლიო საუკუნებია იბრძვის. რჩება შთაბეჭდილება თითქოს ტერორიზმი, საფრთხეები, ტერორისტული აქტები, მსოფლიოში მიმდინარე ომები და ყველა ეს პრობლემა, რაც ევროპისა და მსოფლიოს წინაშე დგას, გასამართლებელი მიზეზებია. ვფიქრობ, სწორედ აქ არის შეცდომა. თუ ჩვენ დღეს ამას შევეგუებით, ვეღარ შევძლებთ შეჩერებას და ზღვარის გავლებას. შესაბამისად, ვეღარ გავამართლებთ ამ მსხვერპლს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, უკრაინია და ის ქვეყნები, რომლების მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან ყველანაირ დახმარებად და ხმებს მიიღებენ ლიბერალებისგან და ამ ბრძოლაში მარტო არ დაგვტოვებენ. იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს ევროპაში, პოლიტიკა რომელსაც რუსეთი ატარებს, არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პასუხი იმ ყველაფერზე რასაც ჩვენ ვაფასებთ, რაზეც ვიდექით და რისთვისაც ვიბრძოდით მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი გზავნილი. სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანა, რომელსაც მართავენ ლიბერალები ან არ მართავენ, ნათლად უნდა გამოხატავდეს ურყევ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმზე, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკასა და მის სურვილზე აღიდგინოს გავლენის სფეროები იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს, მათ შორის ჩემს ქვეყანასაც.

ერთადერთი ნათელი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება პოლიტიკური რეაგირება და პოზიტიური დღის წესრიგი ამ ქვეყნებისთვის. როდესაც მსოფლიო იქნება მზად მიგვიღოს ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა - ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი რუსეთის მიმართ, ვიდრე მასთან ომი. ნეგატიური დღის წესრიგი ვერასდროს იმარჯვებს. მე მჯერა პოზიტიურობის, პოზიტიური საგზაო რუკის. მე მჯერა, რომ ლიბერალების მიერ სწორედ ასეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართულებით, რათა ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42