„ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელის ასლან ბასარიას განცხადებით მოლაპარაკებები სადერივაციო გვირაბის აღდგენის საკითხს ეხებოდა, გვირაბის აღდგენა 2017 წლისთვის იგეგმება და აღდგენითი სამუშაოების დროს საჭირო გახდება ენგურჰესის სრული გაჩერება. თუმცა ბასარიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემა არ შეეხება და მათი უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოწოდებული ელექტროენერგიით მოხდება.
,,ნიუპოსტი" ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. სამინისტროს პრესცენტრს კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის, 2017 წელს ენგურჰესის შესაძლო გაჩერებასთან დაკავიშრებითაც.
ცნობისათვის "ენგურჰესისის" წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40%-ია. ჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან მილიარდზე მეტი კილოვატ საათს აფხაზური მხარე მოიხმარს. ჰიდროელექტროსადგური აფხაზეთის ომმა ორ ნაწილად გაყო. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - წალენჯიხის რაიონშია, ელექტროსადგურები და ვარდნილჰესების კასკადი კი - გალის რაიონში. რა საშუალებებით ანაზღაურდება ენგურჰესის გაჩერების შედეგად შექმნილი ენერგოდანაკლისი საქართველოს ენერგოსისტემაში, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






