სამსახურიდან გამანთავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე...
ვიფიქრე: ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-თქო.
ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწარაფოდ უნდა გამოვცხდებულიყავი ოფისში.
წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსამოსს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი.
- წებოოო!!! - ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულის "ბუტკიდან" წებოც მომირბენინეს.
ვაქივლე შეგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემს ტანჯულა 06-ს მოვაფრინდი.
კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარხცენა ფეხი "ცეპლენიაზე" მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა...
- ძმურად შეგიძლია ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-თქო, ვვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგზრდა მამაკაცს. ტიპმა ცერა თითი მიიტანა საფერთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა ხომ არ უფშვტენო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა დამთანხმდა. მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კოლიდორი, დაცვის თანაშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი.
შეხვედრამ ბრწყინავალედ ჩაიარა...
***
- მადლობა ძმა! დამნიშნეს! - ვეუბნები ჩემს მოლოდონში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი.
-სად დაგნიშნეს?
-პროექტების რეგიოანალურ დირექტორად...
- შაყირობ?
- არა შენს თავს ვფიცავარ!
- ჩემს თავს? დამცინი?
- რატომ დაგცინი? ძმა ხარ ჩემი...
- იურისტი არ გჭირდება?
ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევარად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს პროექტზე თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთერთი უნივერისტეტის პროფესორია.
გაიხარე დავით... დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძველი ფეხსაცმელის ისტირია გამახსენდა. :)
მასალის გამოყენების პირობები






