საქართველოს "ევროპელი დემოკრატების" რუსთავის ორგანიზაცია ქალაქის ხელმძღვანელობას მოსახლეობასთან უფრო გახსნილი ურთიერთობისკენ მოუწოდებს და მოითხოვს რომ მერიის სამსახურების ელექტრული მისამართები მათთან პირდაპირი
კონტაქტისათვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთანავე ევროპელი დემოკრატები რუსთავის მერიისგან მოითხოვენ, რომ გამოინახოს სახსრები და მეტი ყურადღება მიექცეს ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ან შშმ პირთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
"მიუხედავად იმისა, რომ ქ. რუსთავში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ვლინდება მრავალი სოციალური პრობლემა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ყველა რაციონალური წინადადება, რომელიც მოდის მოსახლეობისაგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, იგნორირება გაუკეთა, მეტიც, ჩვენი გაფრთხილებისა და წინადადებების შეთავაზების იგნორირებით, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რომ მათთვის. საღი აზრის გათვალისწინება, ორიენტირება მოსახლეობის საოციალურ პრობლემათა დაძლევაზე, ფაქტიურად ქალაქზე მმართველობის დაკარგვის ტოლფასია.
ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად, ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ისეთი პრობლემური საკითხების გადაჭრის შეთავაზებას, რომელთა დაძლევაც არ წარმოადგენს დიდ დანახარჯების გაღებას ქალაქის მმართველობიდან, სამაგიეროდ, რეზულტატი იქნება საგრძნობი და ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ უფრო მეტად ჩართულნი და ინფორმირებულნი იყვნენ ქალაქში მიმდინარე პროცესებში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვთავაზობთ ქალაქის საკრებულოს და მერიას; ღია გახადონ საკრებულოს სხდომები, დაიწყოს სხდომათა პირდაპირ ეთერში გადაცემა, ხელმისაწვდომი იყოს მერიის სამსახურების ელექტრული მისამართები მათთან პირდაპირი კონტაქტისათვის, ხოლო მათგან მომავალი პასუხები უნდა იყოს ლეგიტიმური, ( რა დონრზე უნდა იყოს ქალაქის მერია ჩამორჩენილი, როდესც აღნიშნული მოთხოვნაზე, პასუხი იყო „მოგვწერონ წერილი და გავცემთ პასუხსო“, ეს იმ დროს როცა პრემიერ მინისტრის ოფისიც კი ღიაობაზე და საჯარო ინფორმაციის, ელექტრონული ფორმით სწრაფ მიწოდებაზეა ორიენტირებული).
აღნიშნული გარდა, მოვითხოვთ, რომ მერიამ გამონახოს სასწრაფოდ სახსრები და ზაფხულის პერიოდში ორგანიზება გაუკეთოს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ის ბავშვები, ვინც ვერ გადის ქალაქიდან, დააფინანსდნენ ქალაქში არსებული საცურაო აუზებში, უფასო საშვით.
ამის გარდა შემუშავდეს განსაკუთრებული პროგრამები (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურების მონაწილეიბით), სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რათა მათ ქალაქის ზაფხულის გაუსაძლისი პირობები შედარებით იოლად გადაიტანონ, ხოლო შშმ ბავშვებისთვის პროგრამაში აუცილებლად შევიდეს საცურაო აუზების მონახულება,
ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისაკენ რომლებიც განიცდიან მოირალურ და ფსიქოლოგიურ სტიგმას და მათი არსებობა ქალაქოს ხელმძღვანელობას წელიწადში მხოლოდ ერთხელ ახსენდებათ."- ნათქვამია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






